Sunday, 22 July 2018

მერვე მოდულის რეფლექსია

მერვე მოდული დამეხმარა პროექტის პორფოლიოს შექმნაში,პორფოლიოს წარმოდგენის დაგეგმვაში,ჩვენებაში,შეფასებაში.   
,ბოლოს შევაჯამეთ მთელი კურსის მუშაობა.
კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნიდან ,ყველაზე  დიდ გავლენას სწავლის პროცესზე იქონიებს პროექტებით სწავლება.პროექტით სწავლების დროს მოსწავლეები იკვლევენ
სხვადასხვა თემას,აგროვებენ ქიმიური   პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციას.საკლასო მეცადინეობებიც განსხვავებულადაა დაგეგმილი,ვიდრე ჩვეულებრივი.პროექტზე მუშაობისას ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი საშუალება,გამოავლინოს შესაძლებობების მაქსიმუმი.
კურსმა მომცა შესაძლებლობა მოქნილად და მოსწავლეთა საჭიროებებისამებრ დავგეგმო
პროექტი და განვახორციელო. 
ყველა მოდული იყო საინტერესო,საქმიანი და შედეგიანი.   
       
   
                                                              გ  მ  ა  დ  ლ  ო  ბ  თ.

Wednesday, 18 July 2018

მერვე დღის რეფლექსია

თავდაპირველად გადავხედეთ წინა დღის რეფლექსიას და გავიხსენეთ განხილული საკითხები.
 დავიწყეთ მე-7 მოდულის განხილვა.ეს მოდული დამეხმარა  გავრკვეულვიყავი ფასილიტაციის ტექნოლოგიებში,როგორ დავსვათ კითხვა ჩართულობის  და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისათვის.
შევქმენით ფასილიტაციის ხელშემწყობი ფაქტორის პრეზენტაცია.
 
        გმადლობთ.

Monday, 16 July 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

თავდაპირველად  გადავხედეთ  მეექვსე დღის რეფლექსიას. 
შემდეგ გადავედით მეექვსე მოდულის განხილვაზე-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
მოცემული მოდული დამეხმარა  გამეანალიზებია დიფერენცირებული სწავლების როლი  დაგეგმვის პროცესში, თვითრეგულირებადი უნარების განვითარება მოსწავლეებში გამეთვალისწინებინა  ყველა მოსწავლის საჭიროება.
განვიხილეთ დამხმარე სამუშაო ფურცლები და როგორ მოვარგოთ ის ჩვენს პროექტს.
  ამ მოდულზე მუშაობაც იყო ძალიან საინტერესო. 
         
         გმადლობთ.     

Wednesday, 11 July 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით  წინა დღის რეფლექსიას.გავაანალიზეთ.გადავედით მე 5 მოდულზე და პირველ რიგში  განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები,შევაფასეთ.ვისწავლეთ  უკუკავშირის გამოყენება ნაშრომთა გასაუმჯობესებლად.   
შემდეგ განვიხილეთ და გავარჩიეთ განმავითარებელი თვითშეფასება,შეფასების დაგეგმვის  ცხრილი,მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ადაპტირება, შეფასების გეგმის ჩეკლისტი,სასწავლო გეგმის  პროექტის ჩეკლისტი და ჟურნალის შაბლონი.

დღე იყო საინტერესო.         გმადლობთ

Monday, 9 July 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ მე 3 და მე 4 მოდულები.კერძოდ : როგორ გავაზიარო ჩემი პროექტი მეწყვილესთან და როგორ შევიტანოთ შესწორებები ერთობლივად.განვიხილეთ საავტორო უფლებები,მოთხოვნის წერილის შედგენა  საავტორო უფლებებზე.             
განვიხილეთ ინტერნენტის გამოყენება კვლევის პროცესში,ინტერნენტ კავშირი მსოფლიოსთან.   
მე 4 მოდულში განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნა. 
დღე იყო ძალიან დატვირთული და მეტად საინტერესო . 
   
        გმადლობთ.
 
 .

Friday, 6 July 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მიმდინარეობის მეოთხე დღე შინაარსობრივად ძალიან დატვირთული იყო.თავდაპირველად გავიხსენეთ წინა დღეს განხილული საკითხები.                                     შემდეგ დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის დროში გაწელილ შეფასების სტრატეგიებზე,  დავამუშავეთ ეს საკითხები და გადავედით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე, მიმოვიხილეთ მონახაზი.         
საინტერესო იყო ეს დღე.გმადლობთ.

Thursday, 5 July 2018

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული იყო. განვიხილეთ პროექტის შინაარსი და ეროვნული გეგმის მიხედვით შევარჩიეთ შესაბამისი სტანდარტები,მიზნები და მისაღწევი შედეგები.,რომლებიც მოვარგე ჩემს პროექტს.დავამუშავეთ როგორ დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.შევარჩიეთ ძირითადი კითხვები ჩემი პროექტისთვის.მადლობა.

Tuesday, 3 July 2018

მეორე დღის რეფლექსია

განვიხილეთ პროექტების ნიმუშები, როგორ ავირჩიოთ საპროექტო თემა.ასევე განვიხილეთ  სხვადასხვა ბროშურები და როგორ მოვარგოთ ჩვენს თემას.   .დღე იყო საინტერესო და შინაარსობრივად დატირთული.    მადლობა.

Sunday, 1 July 2018

პირველი დღის რეფლექსია

განვიხილეთ პროექტებით სწავლება თავისი მახასიათებლებით.შევქმენით ფაილები,სადაც განვათავსეთ საჭირო რესურსები ..21 საუკუნის უნარ-ჩვევები,სასწავლო მიზნები,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა,პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.ვისწავლეთ ფაილების გაგზავნა და ინტერნეტით შენახვა.                                                 განვიხილეთ როგორ განვახორციელოთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირება საგაკვეთილო გეგმაში.მიღებული ინფორმაციების გამოყენება ბროშურების შექმნისას.