სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი : ქიმია
მასწავლებელი : ლალი დანელია
ჩატარების ადგილი და თარიღი :მარტვილის
მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანძის საჯარო სკოლა.
8 მაისი 2019წ
სწავლების საფეხური : საბაზო, მე-8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი : 15 მოსწავლე. სსსმ
მოსწავლე არა
გაკვეთილის ხანგრძლიობა : 45 წთ.
გაკვეთილის ტიპი : ინოვაციური
თემა: მჟავა წვიმები
მიზანი: მოსწავლეები გაერკვევიან რა არის „მჟავა წვიმები“, როგორია
მისი შემადგენლობა, რა ზიანს აყენებს ის ცოცხალ
ორგანიზმებს, შენობა-ნაგებობებს ,სრულიად სამყაროს. იმსჯელებენ როგორ დავიცვათ
გარემო ასეთი წვიმების ზემოქმედებისაგან, ანუ როგორ შევამციროთ „მჟავა წვიმების“ წარმოქმნა.
გაკვეთილის აქტუალობა: გაკვეთილი არის
სამოდელო, კერძოდ ინოვაციური.
დღეს ძალიან ბევრს
საუბრობენ მეცნიერები „მჟავა წვიმებზე“ და მისი ზემოქმედებით მიღებულ უარყოფით შედეგებზე. აუცილებელია თითოეულმა
ჩვენთაგანმა გააცნობიეროს ამ შედეგების გამომწვევი მიზეზები და დასახოს გზები მის შესამცირებლად. გაკვეთილზე გამოყენებული
აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეს დიფერენცირება მოახდინოს შესასწავლი მასალის და ერთი თემა დაინახოს სხვადასხვა კუთხით.
შედეგი: ქიმ.VIII.9 მოსწავლეს შეუძლია
არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება.
ინდიკატორი: აღწერს მჟავა წვიმების მოქმედების უარყოფით
შედეგებს ცოცხალ ორგანიზმებზე, შენობა-ნაგებობებზე
და სახავს გზებს მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შესამცირებლად.
წინარე ცოდნა: ოქსიდების კლასიფიკაცია, თვისებები, მჟავა ოქსიდების
დახასიათება, მჟავები, ჰაერის შედგენილობა.
რესურსები: სქემები, ნახატები, ტექსტი, პერიოდულობის სისტემა,
დაფა ,ცარცი, ფლიპჩართის ქაღალდი, ფერადი სტიკერები,
ლაბორატორიული ჭურჭლები, რეაქტივები, კომპიუტერი, ინსტრუქციები, ქვიშის საათი.
შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი (აქტივობა N4 ).
№
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზება
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო(წთ)
|
თით.
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
1
|
აქტივობაN1 . საორგანიზაციო
მხარის მოგვარება. მიზანი: მოსწავლეთა
სწრებადობის დადგენა. გაკვეთილის თემის,
მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
ჟურნალი, შეფასების რუბრიკები
|
2
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
|
2
|
აქტივობა
N2.გამოწვევა, წინარე
ცოდნის გააქტიურება. მიზანი: არსებული
ცოდნის გააქტიურება და მოსწავლეთა მზაობის
შემოწმება ახალი თემის დაწყებისათვის.
აღწერა: მოსწავლეებს, გონებრივი იერიშის
გამოყენებით, შევახსენებ ძველ მასალას, დავუსვამ შემდეგ კითხვებს: 1)რას ეწოდება ოქსიდი, 2)ჩამოთვალეთ რამდენი
სახის ოქსიდებს იცნობთ 3) რომელი
ელემენტები წარმოქმნიან მჟავა ოქსიდებს 4) რატომ ეწოდებათ არამეტალების ოქსიდებს მჟავა ოქსიდები 5) როგორ
მიიღება მჟავა ოქსიდისაგან მჟავა 6)რას ეწოდება მჟავა 7)გავიხსენოთ ჰაერის შედგენილობა და განსაკუთრებით მასში შემავალი ოქსიდები. პასუხებს დავაფიქსირებ ასოციაციური რუკის
გამოყენებით.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი
კლასი
|
პერიოდულობის
სისტემა, დაფა, ცარცი, სქემები.
|
5
|
წინარე ცოდნის გააქტიურება
|
3
|
აქტივობაN3. ინსტრუქცია სასწავლო გაჩერებებისთვის. მიზანი: კლასის დაყოფა ჯგუფებად
და მე-3 აქტივობის ინსტრუქციის გააზრება. აღწერა: დღეს ჩვენ
გვაქვს ინოვაციური გაკვეთილი მჟავა წვიმებზე. აქ გამოყენებული აქტივობა-სასწავლო
გაჩერებები ,არ გამომიყენებია ჩემს სასწავლო პრაქტიკაში. წინ გველოდება საინტერესო და სახალისო აქტივობა სამი სასწავლო გაჩერებით.
მოსწავლეთა რაოდენობამ მომცა საშუალება შევქმნათ სამი ჯგუფი და ამდენივე გაჩერებები.
ყველა გაჩერებას აქვს ტრაფარეტი წარწერით.
თითოეულ გაჩერებაზე მისულ ჯგუფს ადგილზე
დახვდება სასწავლო რესურსები და დავალებები ინსტრუქციებით. შესრულებული დავალება
უნდა გამოაკრათ ბოლო გაჩერებაზე, თქვენი
ჯგუფისთვის განკუთვნილ ადგილზე შებრუნებულად. ჯგუფები გადაადგილდებით საათის ისრის
მიმართულებით. თითოეულ გაჩერებაზე დავალების
შესასრულებლად გეძლევათ 7წთ. დრო გაკონტროლდება ქვიშის საათით. სამუშაო პროცესი დამთავრდება
მაშინ, როდესაც ყველა ჯგუფი გაივლის სამივე
გაჩერებას. თუ წააწყდებით სირთულეს, მიჩვენებთ ცერა თითს ქვევით და დახმარებას გაგიწევთ.
|
ვერბალური
|
მთელი
კლასი
|
ინსტრუქციები
|
5
|
მოსწავლეები
გაეცნობიან მე-3 აქტივობის ინსტრუქციას
|
4
|
აქტივობაN4. ახალი ცოდნის კონსტრუირება. მიზანი: ტექსტის გააზრება
და კითხვებზე შესაბამისი პასუხების გაცემა, ექსპერიმენტის ჩატარება, ვიდეოს ნახვა
და წამოჭრილი საკითხების გაცნობიერება.
I გაჩერება არის თეორიული. ამ გაჩერებაზე მისულ პირველ ჯგუფს იქ დახვდება ინსტრუქცია და ტექსტი
მჟავა წვიმებზე. ჯგუფის წევრები მუშაობენ
ტექსტზე ,უპასუხებენ კითხვებს და ნამუშევართან ერთად გადაინაცვლებენ შემდეგ გაჩერებისკენ. II გაჩერება არის
ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება. იქ მისულ მეორე ჯგუფს დახვდება ინსტრუქცია, რესურსები( ცარცი
ფოთოლი, წყალი, ძმარი , განზავებული გოგირდმჟავა),ქიმიური ჭურჭლები. ჯგუფის წევრები
ატარებენ ცდას, კერძოდ ცარცზე და ფოთოლზე ასხამენ ცალ-ცალკე წყალს, ძმარს , მჟავას, აკვირდებიან
კვლევის შედეგებს,ავსებენ ცხრილს(იხ.დანართი)
და აკეთებენ დასკვნას: თუ წვიმა არ შეიცავს
მჟავას, ის არ აზიანებს
ნაგებობებს. ექსპერიმენტის შედეგებთან
ერთად გადაინაცვლებენ შემდეგი გაჩერებისკენ. III გაჩერება არის ვიდეო ჩვენება. ამ გაჩერებაზე მისული მესამე ჯგუფი
გაეცნობა ვიდეო კოლაჟს მჟავა წვიმებზე. მოსწავლეები ნახავენ როგორ ბინძურდება გარემო
და როგორ იქმნება ნიადაგი მჟავა წვიმების წარმოსაქმნელად. გაიაზრებენ რა გზებით შეიძლება
ასეთი წვიმების შემცირება.ჯგუფის წევრები გულდასმით უყურებენ ვიდეოს, გამოაქვთ დასკვნა. ჯგუფები მოივლიან სამივე გაჩერებას
და ბოლო გაჩერებაზე გამოაკრავენ თავიანთ ნამუშევარს შებრუნებულად. მოძრაობენ ორგანიზებულად.
მე სისტემატურად ვიმყოფები ექსპერიმენტის
გაჩერებასთან და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას ვუწევ სხვა გაჩერებებსაც,ვაძლევ შესაბამის
ინსტრუქციას.
|
სასწავლო გაჩერებები
|
ჯგუფური
|
კონვერტები
ინსტრუქციებით, ტექსტები, რეაქტივები, ლაბორატორიული ჭურჭლები, ფერადი ქაღალდები, კომპიუტერი, ქვიშის საათი.
|
21
|
მოსწავლეები
მსჯელობენ მჟავა წვიმების გამომწვევ ფაქტორებზე. გეგმავენ და ატარებენ ცდებს. ექსპერიმენტის
შედეგებზე დაყრდნობით აკეთებენ შესაბამის დასკვნას: თუ რა ზიანის
მოტანა შეუძლია მჟავა წვიმებს გარემოსათვის. გამოთქვამენ მოსაზრებას, როგორ შეიძლება
მჟავა წვიმების გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება.
|
5
|
აქტივობაN5. ინფორმაციების
შეჯამება. ჯგუფის მიერ შერჩეული მოსწავლეები
შემოატრიალებენ თავიანთ ნაშრომებს, აკეთებენ პრეზენტაციას. საჭიროების შემთხვევაში
ჯგუფებს ვაძლევ საშუალებას კითხვები დაუსვან ერთმანეთს. ამით
მოსწავლეები ეჩვევიან თანამშრომლობას, სასწავლო
პროცესში კონკურენტული გარემოს შექმნას. აუცილებლობის შემთხვევაში მე ჩავერევი როგორც ფასილიტატორი, ვუსვამ კითხვებს. ვაძლევ განმავითარებელ
შეფასებებს.
|
პრეზენტაცია
|
ინდივიდუ-ალური
|
ფლიპ-ჩართის ქაღალდი
|
8
|
თემის
დიფერენცირების და გააზრების შემდეგ, გამოიტანენ დასკვნებს და აკეთებენ პრეზენტაციას
|
6
|
აქტივობაN6. სწავლის პროცესის შეფასება.
ინდივიდუალური
შეფასება.
ჯგუფური
მუშაობის შეფასება.
თვითშეფასება: ფერადი, გულის ფორმის სტიკერებს აკრავენ ინდივიდუალურად იმ
გაჩერებასთან,რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ.
|
ვერბალური
|
ინდივიდუ-ალური
|
შეფასების
რუბრიკა, ფერადი
სტიკერები.
|
2
|
მოსწავლეები
შეფასების რუბრიკის დახმარებით მიიღებენ განმავითარებელ უკუკავშირს და განმსაზღვრელ შეფასებას. მოახდენენ
თვითშეფასებას.
|
7
|
აქტივობაN7 საშინაო დავალება. დაფაზე მივუწერ დავალების ნომრებს სახელმძღვანელოდან
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო
|
2
|
მიღებული
ცოდნის განმტკიცება
|
მოსწავლის შეფასების რუბრიკა (აქტივობა N4)
შეფასების კრიტერიუმები
|
ასრულებს წარმატებულად
9-10 ქულა
|
ასრულებს კარგად
7-8 ქულა
|
საჭიროებს გაუმჯობესებას
5-6 ქულა
|
შეუძლია ტექსტის განაალიზება, კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა
|
წარმატებით აანალიზებს ტექსტს, ამომწურავად პასუხობს კითხვებზე
|
კარგად აანალიზებს ტექსტს, პასუხობს
კითხვებზე
|
ვერ აანალიზებს ტექსტს, უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა
|
შეუძლია ვიდეოფილმის გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება.
|
საკმაოდ წარმატებით აანალიზებს ვიდეოფილმს და აკეთებს შესაბამის დასკვნას
|
კარგად აანალიზებს ვიდეოფილმს და აკეთებს დასკვნას
|
არ შეუძლია ფილმის გაანალიზება, უჭირს დასკვნის გაკეთება
|
ატარებს მარტივ ექსპერიმენტს, აკვირდება ცდის მსვლელობას, აკეთებს დასკვნას.
|
წარმატებით ატარებს მარტივ ექსპერიმენტს და აკეთებს შესაბამის დასკვნას
|
ატარებს მარტივ ექსპერიმენტს, აკეთებს დასკვნას
|
უჭირს მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება და დასკვნის გაკეთება
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებული
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელი
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელი
|
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა კარგად
გაიაზრა სამუშაოს მიზანი
|
ჯგუფმა ნაწილობრივ გაიაზრა სამუშაო
მიზანი
|
ჯგუფმა ვერ გაიაზრა სამუშაო მიზანი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად იყო გადანაწილებული
|
ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არასაკმარისად თანაბრად იყო გადანაწილებული
|
ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ იყო სწორად და თანაბრად გადანაწილებული
|
ურთიერთ მოსმენისა და აზრთა გაზიარების
უნარი
|
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთ
მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
საკმაოდ კარგად აქვთ ურთიერთ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
არ გააჩნიათ ურთიერთ მოსმენისა
და აზრთა გაზიარების უნარი
|
თანამშრომლობითი უნარი
|
ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
მხოლოდ 2-3 წევრი აქტიურობდა და თანამშრომლობდა ერთმანეთთან
|
არ შეინიშნებოდა ჯგუფის წევრებს შორის აქტიურობა და ურთიერთთანამშრომლობა
|
დროის ლიმიტი
|
ზუსტად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
სამოდელო გაკვეთილი „მჟავა წვიმები“
გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 8 მაისს VIII კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ქიმიაში.
გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური
თემა: „მჟავა წვიმები“
გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო მხარის მოგვარებით.
მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან რა არის „მჟავა
წვიმები“, როგორია მისი შემადგენლობა,
რა ზიანს აყენებს ის ცოცხალ ორგანიზმებს, შენობა-ნაგებობებს, სრულიად
სამყაროს. იმსჯელებენ როგორ დავიცვათ
გარემო ასეთი წვიმების
ზემოქმედებისაგან, ანუ როგორ შევამციროთ
„მჟავა წვიმების“ წარმოქმნა. ასევე გავაცანი შეფასების რუბრიკები.
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, გონებრივი იერიშის გამოყენებით, შევახსენე ძველი მასალა და
დავუსვი კითხვები.
გაკვეთილი იყო ინოვაციური,
რადგან აქტივობად გამოყენებული იყო სასწავლო
გაჩერებები (ასეთი აქტივობით
პირველად
ჩატარდა
ჩემს სკოლაში
გაკვეთილი). სასწავლო
გაჩერებები დიფერენცირებული
სწავლების ფორმაა და შესაბამისად ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა
ხერხი ავირჩიე. ესენია: თეორიული ინფორმაცია, ვიდეო ინფორმაცია და ლაბორატორიული
ცდები.
მოსწავლეებს დაწვრილებით გავაცანი
ინსტრუქცია, თუ რა სამუშაოები უნდა
ჩაეტარებინათ თითოეულ გაჩერებაზე. ჯგუფების რაოდენობიდან გამომდინარე
გაჩერებებიც იყო სამი. თითოეულ გაჩერებაზე
მათ დახვდათ კონვერტები ინსტრუქციებით და სხვა საჭირო რესურსები. დროის კონტროლი ქვიშის საათით
ხდებოდა. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს
თავი საგაკვეთილო პროცესს, რომლის მიზანიც იყო თემა დაენახათ სხვადასხვა
კუთხით, გაეანალიზებინათ თითოეული გაჩერების არსი და გამოეტანათ დასკვნა. სამუშაოს დასრულების შემდეგ
ჯგუფის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია. ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეთა უკუკავშირი. ფერადი, გულის ფორმის სტიკერები
მიაწებეს იმ გაჩერებაზე, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ.
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები შესაბამისი იყო
გაკვეთილის მიზანთან და მისაღწევ შედეგთან. გამოყენებული მქონდა სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები
და რესურსები: ფერადი სტიკერები, პლაკატები,
რეაქტივები, ლაბორატორიული ჭურჭლები,
ცარცი, დაფა, კომპიუტერი, ფლიპჩართის ქაღალდი,
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატები, ქვიშის საათი.
ჩატარებული
გაკვეთილით ვარ კმაყოფილი. ვთვლი, რომ მიზანს
მივაღწიე. მოსწავლეებს მოეწონათ ინოვაციური
გაკვეთილი, აქტიურად იყვნენ ჩართულნი, კარგად გაერკვნენ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია „მჟავა წვიმებს“ და როგორ შეიძლება შევამციროთ ასეთი
წვიმების წარმოქმნა.
აქტივობების დაგეგმვისას კარგი იქნებოდა გამეთვალისწინებინა,
რომ პრეზენტაციისთვის დამეთმო მეტი დრო ,რადგან ჯგუფის წევრებს საშუალება ექნებოდათ
მეტი კითხვები დაესვათ ერთმანეთისთვის.
ვფიქრობ ასეთი აქტივობებით ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება
ჩემს კოლეგებს საინტერესო და ეფექტური გაკვეთილების ჩატარებაში.
ბანძის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი
ლალი დანელია
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი: ქიმია. ინტეგრირებული (ბიოლოგია-გეოგრაფია)
მასწავლებელი: ლალი
დანელია
ჩატარების ადგილი და თარიღი: მარტვილის მუნიციპალიტეტი ,სოფ .ბანძის საჯარო სკოლა.
სწავლების საფეხური /კლასი: საბაზო,მე-10
კლასი
მოსწავლეთა
პროფილი : 15 მოსწავლე . სსსმ მოსწავლე
არა
გაკვეთილის ხანგრძლიობა: 45 წთ.
თემა: იოდი ჩვენს
ცხოვრებაში.
მიზანი: მოსწავლემ
შეძლოს დაახასიათოს ელემენტი იოდი და მისი მნიშვნელოვანი ნაერთები. იმსჯელოს იოდის ნაკლებობით გამოწვეულ
შედეგებზე .დაგეგმოს და ჩაატაროს
ცდები საკვებ პროდუქტებში იოდის შემცველობის დასადგენად .განსაზღვროს მონაცემების აღრიცხვის ფორმები. გამოიყენოს
სხვადასხვა ხერხი მონაცემთა წარსადგენად.
გაკვეთილის აქტუალობა:
გაკვეთილი არის სამოდელო, კერძოდ ინტეგრირებული
ბიოლოგიასთან და გეოგრაფიასთან.
იოდი მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტია
და დიდ როლს ასრულებს ადამიანის სასიცოცხლო
პროცესებში .იოდის დეფიციტმა შეიძლება
გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა,
რომელიც სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. იოდი ბუნებრივად მოიპოვება
ნიადაგსა და ზღვის წყალში. იოდის დეფიციტის შევსება შესაძლებელია იოდის შემცველი პროდუქტების
მიღებით. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იოდიზირებულ მარილს. გაკვეთილის
მიზნიდან გამომდინარე მოსწავლეებმა ,ექსპერიმენტის
გზით,
უნდა დაადგინონ იოდის არსებობა, ან არ არსებობა საექსპერიმენტო მარილების სხვადასხვა
ნიმუშში. დარწმუნდნენ
თუ რომელი მარილი უნდა გამოიყენონ იოდდეფიციტის დროს და საერთოდ რომელ პროდუქტებს მიანიჭონ უპირატესობა.
შედეგი:ქიმ.X.10.მოსწავლეს
შეუძლია ქიმიური ელემენტების და მათი ნაერთების დახასიათება. მათი მნიშვნელობის შესახებ
მსჯელობა.
ბიოლ.X.4 ერთმანეთს ადარებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს. შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით.
კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია
განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.X.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების
აღრიცხვა.
წინარე ცოდნა: მოსწავლეები კარგად იცნობენ პერიოდულ სისტემას და შეუძლიათ
ელემენტების დახასიათება მათი მდებარეობის მიხედვით პერიოდულ სისტემაში. დაახასიათებენ
იოდის თვისებებს .მის მნიშვნელოვან ნაერთებს.
რესურსები: სამუშაო
ფურცლები , სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფლიპჩართი ,მარკერები, პლაკატები ,მენდელეევის სისტემა, რეაქტივები
,სინჯარები ,პიპეტები, ლაბორატორიული ჭურჭელი,
საკვლევი ნივთიერებები ,ჩხირები.
შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი შეფასება (კომენტარის სახით) და განმსაზღვრელი
(შეფასების რუბრიკა იხ. ქვ.).
№
|
აქტივობის აწერა
|
გამოყენე ბული მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/
ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო (წთ)
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1
|
მისალმება. საორგანიზაციო მხარის მოგვარება.
გაკვეთილის, მიზნის
და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. შეფასების კრიტერიუმები
გამოკრულია კედელზე.
მოტივაციის შექმნა
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
ფორმატზე დაწერილი
მიზნები და შეფასების კრიტერიუმები, სურათები
|
2
|
მოსწავლეები გაეცნობიან
გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს
|
2
|
გამოწვევა. წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის მოსწავლეებს
დავუსვამ ფრონტალურ კითხვებს გავლილი მასალიდან
.გამოძახება მოხდება ჩხირების დახმარებით. მაგ: 1)რომელ პერიოდში და ჯგუფში მდებარეობს
იოდი? 2)რამდენია მისი ფარდობითი ატომური
მასა? 3)მყარია
თუ თხევადი? 4)რამდენი ელექტრონი აქვს გარე
შრეზე? 5)რამდენ ატომიანია მისი მოლეკულა? 6)რომელი ჯგუფის მეტალებთან ამყარებს იონურ ნაერთს და
რა ქვია მის მარილებს? სტიკერის
ქაღალდებზე წინასწარ დავაწერ იოდის, ნატრიუმის,
კალციუმის, მაგნიუმის ბარიუმის ლითიუმის სიმბოლოებს .მოსწავლეები ინდივიდუალურად გამოდიან
და შეადგენენ მარილთა ფორმულებს.
|
კითხვა-პასუხი
ასოციაციური რუკის
საშუალებით.
|
მთელი კლასი
|
პერიოდული სისტემა
,გამოსაძახებელი ჩხირები
ასოციაციური რუკა
ფერადი სტიკერები
,
|
7
|
წინარე ცოდნის
გააქტიურება
|
3
|
ახალი მასალის
ახსნა. ახსნას ვიწყებ ვიდეო კოლაჟის ჩვენებით.
პარალელურად ვაწვდი ინფორმაციას იოდის
მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია იოდის ნაკლებობას და რას იწვევს იოდდეფიციტი. როგორ
შევავსოთ მისი ნაკლებობა და რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ ,რომ თავიდან ავიცილოთ
ვერაგი დაავადება .გავამახვილებ ყურადღებას საგანთშორის კავშირზე (ბიოლოგია ,გეოგრაფია).
|
ინტერაქციული
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
სქემები, სახელმძღვანელო, სურათები, დაფა ,ცარცი,
კომპიუტერი
|
10
|
მოსწავლეები გაეცნობიან
იოდის მნიშვნელობას ადამიანის ორგანიზმისთვის.
იმსჯელებენ იოდდეფიციტით გამოწვეულ დაავადებებზე და იმ პროდუქტებზე, რომელთა მიღება აუცილებელია იოდის ნაკლებობის დროს.
|
4
|
ექსპერიმენტები
. ექსპერიმენტი I ვატარებთ იოდის
თვისებებზე ,რომ იოდი აღმოაჩენს სა ხამებელს საკვებ პროდუქტებში. ექსპერიმენტი II.
როგორ აღმოვაჩინოთ იოდის შემცველობა
საკვებ მარილში. ამ
ექსპერიმენტების ჩასატარებლად კლასს გავყოფ 3 ჯგუფად. დავურიგებ
თითოეულ ჯგუფს
წინასწარ დაწერილ ინსტრუქციას და
შეფასების რუბრიკას.
პირველი ჯგუფი
იმუშავებს იოდის თვისებებებზე და აღმოაჩენს სახამებელს კარტოფილსა და პურში
იოდის დახმარებით. ანალოგიურ თვისებაზე იმუშავებს მეორე ჯგუფი და აღმოაჩენს იოდის საშუალებით მაკარონსა და ბრინჯში. მესამე ჯგუფი კი
დაამტკიცებს იოდის არსებობას იოდიზირებულ მარილში .ნიმუშებად აღებული იქნება მარილის 3 სახეობა
|
დაკვირვებით,
ცდებით,
|
ჯგუფებში
|
რეაქტივები, სინჯარები, საზომი ჭიქები, პასტერის პიპეტი, მინის წკირი, საკვლევი ნივთიერებები,
ჩხირები
|
12
|
მოსწავლეები აწარმოებენ
კვლევას. ატარებენ ცდებს, იკვლევენ იოდის შემცვლელობას პროდუქტებში და სახამებელს აღმოაჩენენ იოდის თვისების გამოყენებით
|
5
|
ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემების
გაანალიზება და წარდგენა
|
პრეზენტაცია
|
ინდივი-დუალურად
|
ფლიპჩარტის ქაღალდები,
მარკერები
|
5
|
აანალიზებენ ექსპერიმენ-ტების
შედეგებს. აკეთებენ დასკვნებს
|
6
|
ცოდნის განმტკიცება.
მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით მოსწავლეებს
დაურიგდებათ ქაღალდზე ამობეჭდილი გასასვლელი
ბილეთები
|
ვერბალური
|
ინდივი-დუალურად
|
საწერი კალამი,ქაღალდი
|
5
|
მოსწავლეები გაიაზრებენ,
თუ რა ცოდნა შეიძინეს გაკვეთილის ბოლოს, რა საკითხები გაიგეს კარგად და რის გაგებას ისურვებდნენ უკეთ
|
7
|
შეფასება.მიღებულ
ცოდნას შევაფასებ რუბრიკით,რომელსაც ისინი იცნობენ. გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას
და განმავითარებელ შეფასებას პრეზენტატორებისთვის (აქტ. 5)
|
ინდივი-დუალურად
|
შეფასების რუბრიკა
|
2
|
მოსწავლეები შეფასების
რუბრიკის დახმარებით მიიღებენ განმავი-თარებელ უკუკავშირს და განმსაზღვრელ შეფასებას
|
|
8
|
საშინაო დავალება.
დაფაზე მივუწერ დავალების ნომრებს სახელმძღვანელოდან
|
ვერბალური
|
ინდივი-დუალური
|
დაფა, ცარცი,
სახელმძღვანელო
|
2
|
განამტკიცებენ
მიღებულ ცოდნას
|
შეფასების სქემა გაკვეთილზე ჩართულობისთვის:
ქულები
4-10
|
შეფასების
დონეები
|
4-5
|
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება
გაკვეთილის მსვლელობაში,იშვიათად იჩენს ინიციატივას,მასწავლებლის დახმარების გარეშე
მისი ჩართულობა ხშირად არ მჟღავნდება.
|
6-7
|
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილის
მსვლელობაში, ცდილობს იყოს აქტიური, მაგრამ მისი აქტიურობა ქმნის პრობლემებს-მაგ.,ის
ზედმეტად ბევრს საუბრობს,აწყვეტინებს მოსაუბრეებს,ხანდახან ცდილობს ზედმეტი აქტიურობით
დამალოს საკუთარი მოუმზადებლობა,ზოგჯერ არ სცემს პატივს სხვის მუშაობას და სხვა.
|
8-10
|
მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს
გაკვეთილის მსვლელობაში ,დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში ,დისკუსიასა თუ პრობლემის
გადაჭრაში ,ეხმარება და პატივს სცემს სხვებს, კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი
როლი კლასის მიერ რაიმეს შესწავლისას.
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა:
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა
მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის
ჩართული
|
უმრავლესობა ჩართულია
|
ყველა ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა და
აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ, არ უსმენენ
ერთმანეთს და არის ხმაური,არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად
იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და
იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით
მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან
ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მიყვებიან
ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის
მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ
დროში
|
უმნიშვნელოდ გადააცდინეს
დროს
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
ბლიდერის როლი
|
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის
მუშაობას
|
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს
მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი ეფექტურად მართავს
ჯგუფს
|
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 29 მარტს X კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ქიმიაში.
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული ( ბიოლოგია, გეოგრაფია).
თემა: იოდი ჩვენს ცხოვრებაში.
გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო მხარის მოგვარებით. მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი: „მოსწავლეებმა დაახასიათონ ელემენტი იოდი და მისი ნაერთები. იმსჯელონ
იოდის ნაკლებობით გამოწვეულ შედეგებზე. ცდების საშუალებით დაადგინონ საკვებ პროდუქტებში იოდის არსებობა, დააკავშირონ საგანთა შორის ცოდნა ახალ მასალასთან, გამოიტანონ დასკვნა და წარუდგინონ კლასს პრეზენტაციის სახით.“ გავაცანი აგრეთვე შეფასების რუბრიკები. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, გონებრივი იერიშის გამოყენებით, მოსწავლეებს შევახსენე ძველი მასალა და დავსვი რამდენიმე კითხვა, გამოვიყენე ფერადი სტიკერები, ასოციაციური რუკა. მოსწავლეები პასუხს სცემდნენ
ჩხირების საშუალებით. შემდეგ , მინი ინტერაქტიული მეთოდით, საგანთშორის კავშირის დამყარებით, სლაიდების ჩვენებით, ავხსენი ახალი გაკვეთილი. მოცემული გაკვეთილის თემა და ტიპი შევარჩიე მოსწავლეთა ინტერესებიდან და აქტუალობიდან გამომდინარე.
საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი მოსწავლეებმა ჯგუფურ სამუშაოს ,რომლის მიზანიც იყო, ექსპერიმენტის გზით ,საკვებ პროდუქტებში იოდის აღმოჩენა და იოდის თვისების დახმარებით სახამებლის არსებობის დადასტურება. თითოეულ ჯგუფს, რეაქტივებთან ერთად, სამუშაო მაგიდაზე დახვდა ზუსტად გაწერილი ინსტრუქცია და შეფასების რუბრიკები. ექსპერიმენტის დასასრულს ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს ნამუშევრის ანალიზი და გააკეთეს პრეზენტაცია.
ცოდნის განმტკიცების და შემოწმების მიზნით, გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს დავურიგე გასასვლელი ბილეთები. როგორც მოსწავლეთა უკუკავშირიდან გამოიკვეთა, ყველაზე მეტად მოეწონათ ვიდეო კოლაჟი და ექსპერიმენტი. ეს მეც შევამჩნიე, გაკვეთილის მსვლელობისას, ყველაზე აქტიურად და ხალისიანად ექსპერიმენტზე მუშაობდნენ.
გაკვეთილზე გამოყენებული ყველა აქტივობა შესაბამისი იყო გაკვეთილის მიზანთან და მისაღწევ შედეგთან. გამოყენებული მქონდა სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: ჩხირები, ფერადი სტიკერები, პლაკატები. ტაბულები, რეაქტივები ,ლაბორატორიული ჭურჭლები, დაფა, ცარცი ,კომპიუტერი, ფლიპჩართის ქაღალდი და ბავშვების მიერ დახატული თვალსაჩინოებაც.
ჩატარებული გაკვეთილით ვარ კმაყოფილი. ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიე. მოსწავლეები კარგად გაერკვნენ, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს იოდბალანსის შენარჩუნებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის, როგორი პროდუქტები უნდა მივირთვათ, რომ თავი დავიცვათ ვერაგი დაავადებებისაგან. გაეცვნენ საქართველოს რომელ რეგიონშია გავრცელებული ჩიყვის დაავადება ყველაზე მეტად და რა არის ამის მიზეზი.
ყველა აქტივობა გაწერილი მქონდა დროში და დროის განაწილებაც თითოეული აქტივობისათვის შეიქმნა შესაბამისი. არ მომიხდენია გაკვეთილის მოდიფიცირება. გაკვეთილის ხარვეზად მივიჩნევ იმ ფაქტს ,რომ საგაკვეთილო პროცესის დასაწყისში მოსწავლეების აქტიურობა არ იყო მკვეთრად გამოკვეთილი, მაგრამ სლაიდების ჩვენების და ლაბორატორიული ცდების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა: მოსწავლეების მოტივაცია გაიზარდა, ხალისით და ინტერესით ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში, შედეგად გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა.
ვფიქრობ ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის სხვა პედაგოგებსაც თავიანთ მუშაობაში.
ბანძის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი
ლალი დანელია
No comments:
Post a Comment